ჩვენი კომპანია შპს „ნოვატეკ ინტერნეიშენალ” დაფუძნებულია თანამოაზრეთა გუნდის მიერ 2022 წლის 22 მარტს, ქ. თბილისში.
კომპანიის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს პირველად საქართველოში, ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია, ადგილზე რადიოფარმპრეპარატების წარმოების მიზნით.
საწარმოს მიერ გამოშვებული რადიოფარმაცევტული პროდუქცია, შემდგომ მიეწოდება ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულებების ბირთვული მედიცინის განყოფილებებს პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევების ჩატარებისთვის.
პროექტი ხორციელდება ისრაელის წამყვან სამედიცინო-ტექნოლოგიურ კომპანია Elsmed HSR Ltd-თან ერთად, მსოფლიოში ციკლოტრონების მწარმოებელ ლიდერ კომპანია, ბელგიურ IBA-სთან (Ion Beam Applications S.A.) თანამშრომლობის საფუძველზე.
კომპანიის მიერ შერჩეული ბელგიური კომპანია IBA-ის მიერ წარმოებული ციკლოტრონი Cyclone Kiube 100, სხვა საწარმოო-ტექნოლოგიური დანადგარები, შესაძლებლობას იძლევა სრულად დაიფაროს საქართველოს არსებული და სამომავლო მოთხოვნილებები რადიოფარმაცევტული პრეპარატების ადგილზე წარმოების და ბაზარზე მიწოდების მხრივ, როგორც ფთორდექზოქსიგლუკოზის (18F-FDG), ასევე სხვა ხელოვნური რადიოაქტიური იზოტოპების ჩათვლით.
რადიოფარმაცევტული საწარმოს და ციკლოტრონის ქვეყანაში არსებობა, მოსახლეობის ფართო ფენებისთვის პოზიტრონულ-ემისიურ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ხელმისაწვდომობის ზრდას გამოიწვევს, რაც მხოლოდ დადებითად იმოქმედებს ონკოლოგიურ პაციენტთა მდგომარეობაზე, გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. აგრეთვე, ხელს შეუწყობს ბირთვული მედიცინის განვითარებას საქართველოში.
რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მოთხოვნების, მწარმოებლის რეკომენდაციების, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საწარმოო პროცესები ასევე სრულად შესაბამისობაში იქნება EU GMP (Good Manufacturing Practice) მოთხოვნებთან.
რადიოფარმაცევტული საწარმოს გახსნა დაგეგმილია 2025 წელს.
Under construction…
ამ ეტაპზე, კომპანიაში არ არის აქტიური ვაკანსია.
მიუხედავად ამისა, თუ თქვენ ბრძანდებით პროფესიონალი ბირთვული ფიზიკის, რადიოქიმიის ან ფარმაცევტიკის დარგში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: info@novatec.ge
გივი ამილახვრის ქ 17ბ, თბილისი, საქართველო, 0190
+995 522 220006